თეგი: სამხედრო ბიუჯეტი

მონტენეგრომ უკრაინის დასახმარებლად სამხედრო ბიუჯეტის 11% გამოყო

მონტენეგროს მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს, რაც ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის 11 პროცენტს უტოლდება. ამის შესახებ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოშეხვედრისას განაცხადა. მონტენეგროს მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ მონტენეგრო სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას აირჩიოს რომელ ორგანიზაციებს შეუერთდეს. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი ისე დასრულდება, რომ უკრაინა თავის ტერიტორიას დაიცავს. მონტენეგროში, რომელსაც 600 ათასი მოსახლე ჰყავს, უკრაინიდან 10 ათასზე მეტი ლტოლვილია“, - განაცხადა დრიტან აბაზოვიჩმ. 5 დეკემბერს მონტენეგრომ ხელი მოაწერა დეკლარაციას უკრაინასთან, რომელიც მხარს უჭერს მის ევროატლანტიკურ პერსპექტივას. ბელგიისა და ჩეხეთის შემდეგ, ჩერნოგორია NATO-ს მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც ხელი მოაწერა მსგავს დოკუმენტს.  

მოლდოვა თავდაცვის ბიუჯეტს თითქმის 70%-ით გაზრდის

2023 წელს მოლდოვას თავდაცვის ხარჯები, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 650 მილიონი ლეით, ანუ დაახლოებით 68,2%-ით გაიზრდება - თანხები საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძენად იქნება მიმართული. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ნოსატიიმ მოლდოვის ევროინტეგრაციის ფორუმზე განაცხადა. „ეს თანხა გადაეცემა კრიტიკულ სექტორებს, რომლებიც გამოიკვეთა სამხედრო სფეროში სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტების გადახედვისას. ინვესტიციები მიმართული იქნება უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, კერძოდ საჰაერო თავდაცვაზე", - განაცხადა მინისტრმა. მან განმარტა, რომ დღეს არსებული წინადადებების გათვალისწინებით - ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ სარაკეტო თავდაცვის რადარზე - მოლდოვა ასეთი სისტემის შეძენას მხოლოდ წელიწადნახევარში შეძლებს. მიმდინარე წელს მოლდოვას თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი უკვე გაიზარდა 14,5 მილიონი ლეით, თანხის ნახევარზე მეტი პერსონალის ხარჯებზე განაწილდა.   

NATO-მ სამხედრო ბიუჯეტი 12%-ით გაზარდა

მოკავშირეებმა NATO-ს 2024 წლის სამოქალაქო და სამხედრო ბიუჯეტები ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე შეათანხმეს. სამოქალაქო ბიუჯეტი განისაზღვრა 438,1 მილიონი ევროთი, ხოლო სამხედრო ბიუჯეტი 2,03 მილიარდი ევრო იქნება, რაც 2023 წელთან შედარებით,18,2% და 12% ზრდას წარმოადგენს. NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ხაზი გაუსვა, რომ NATO-ს დაფინანსების გაზრდა და გაფართოება მოკავშირეებს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტიანად გადაჭრას უსაფრთხოების საერთო გამოწვევები. „საერთო დაფინანსება მოკავშირეთა სოლიდარობასა და კოლექტიური ნების დემონსტრირებას ახდენს. ტურბულენტურ დროში, ჩვენ გვჭირდება ეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე,“ - განაცხადა ჯოანამ. 2022 წელს მადრიდის სამიტზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის საპასუხოდ, ალიანსში მეტი ინვესტიცია განახორციელონ. 2023 წლის ვილნიუსის სამიტზე თავდაცვის გაძლიერების შესახებ განაცხადეს.  NATO-ს სამოქალაქო ბიუჯეტი ითვალისწინებს დაფინანსებას NATO-ს შტაბ-ბინისა და მისი საერთაშორისო პერსონალის, საოპერაციო და პროგრამული ხარჯებისთვის. სამხედრო ბიუჯეტი ფარავს NATO-ს სარდლობის სტრუქტურის შტაბ-ბინების, მისიებისა და ოპერაციების ოპერაციულ ხარჯებს მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება NATO-ს უსაფრთხოების საინვესტიციო პროგრამა (NSIP), ის მოიცავს სამშენებლო, მართვისა და კონტროლის სისტემის ძირითად ინვესტიციებს. NSIP-ის 2024 წლის ზღვარი იქნება 1.3 მილიარდი ევრო, რაც 30%-იანი ზრდა 2023 წელთან შედარებით.